დაუჯგუფებელი

ნინო ჭელიძე

ჟურნალისტი, ბლოგერი

„ჩვეულებრივ მივდიოდი სამსახურში, მაგრამ როდესაც დავინახე ფოტო, როგორ იჯდა რუსი, კომუნისტი დეპუტატი ქვეყნის მეორე პირის სავარძელში, იმ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჩამოვედი ტრანსპორტიდან და მოვედი პირდაპირ აქციაზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მეგობარი დავკარგე, რომელიც გმირულად დაიღუპა. აქედან მოყოლებული რუსეთის ოკუპაციას მუდმივად ვაპროტესტებ. რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ნახვით დამცირებულად ვიგრძენი თავი.

ძალიან მოკლე მესიჯი მაქვს ყველასთვის: ოკუპაციას არ შევეგუებით არასდროს. 

მეორე ძალიან ძლიერი პროტესტი ჩემში გამოიწვია იმ ძალადობამ, რასაც აქციის დაშლის დროს ჟურნალისტები მიმართ ჰქონდა ადგილი. როდესაც ესვრი ადამიანს, რომელსაც ხელში მიკროფონი და კამერა უკავია, ეს უკვე არაადეკვატურობის ზედა ზღვარია“.

მსგავსი/Related

Back to top button