Placeholder canvas
დაუჯგუფებელი

სალომე ბარკერი

სამოქალაქო აქტივისტი

„ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ გვყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ჩვენს ნაცვლად წყვეტს რაღაცებს.

ვინ ვართ ჩვენ? არავინ და ამავდროულად – ყველა. მე ვარ, ჩემი მეგობრები არიან, გვაქვს ჩვენი ფეისბუქ ჯგუფი. ვართ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები. არ ვართ არცერთ პარტიაში, მაგრამ ვთანამშრომლობთ ყველა, გაცხადებულად პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, იმისთვის რომ ეს პროტესტი არ დარჩეს უბრალო პროტესტად და გარდაიქმნას კონკრეტულ ცვლილებებში, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და შესაბამისად აღარ მოხდეს ძალაუფლების უზრურპაცია ისე, რომ მერე ვეღარასდროს შევცვალოთ. ამაზე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი თანხმდება და ჩვენ ამ მოთხოვნას ვიზიარებთ. გვინდა, რომ შემდეგი მთავრობა იყოს კოალიციური და არ განმეორდეს ის, რაც ბოლო 25 წელია ხდება. 

ჩვენს ფეისბუქ ჯგუფს ცოტა პრეტენზციული სახელი გვაქვს – „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“, დავირქვით ილია ჭავჭავაძის და „წერა-კითხვის გამავრცელები საზოგადოების“ გამო, მაგრამ ხალხი ამ სახელით არ გვიცნობს. ცალ-ცალკე გვიცნობენ: შოთა დიღმელაშვილს, სალომე ბარკერს, მარიამ ბაჯელიძეს, ზაზა აბაშიძეს და სხვებს, ვინც აქ დგას. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენი ფეისბუქ ჯგუფის წევრია, შემოწირულებით დაგვეხმარა: ამ თანხით დავბეჭდეთ ბანერები, შევიძინეთ სასტვენები, ვყიდულობთ წყალს. გვეხმარებიან არასამთავრობოებიც. 

ჩვენი ტრიბუნა ღიაა ყველასთვის და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რაღაცა უთხრას სასახლეში გამაგრებულ ბიძინას, ჩვენ ამის შესაძლებლოას მივცემთ. 

ვიცით, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს რაც აქ ხდება, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას და მთავარი მოთხოვნა დარჩება უცვლელი: ახლავე დაიწყონ მუშაობა იმაზე, როგორ შეცვლიან საარჩევნო სისტემას 2020 წლისთვის“.

მსგავსი/Related

Back to top button