civil.ge
პროკურატურამ 20-21 ივნისს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ …