civil.ge
პარლამენტის წინ აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. გასულ ღამეს, პარლამენტის წინ, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მოქალაქეები ისევ შეიკრიბენენ და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეები, რომლებიც ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები არიან, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობის დატოვებისთვის სამსაათიან ვადას აძლევენ. მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი თბილისის კარვების ქალაქად გადაქცევას აანონსებენ. აქციის მონაწილეები გუშინდელი დემონსტრაციის …