civil.ge
პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ლგბტქი თემის მხარდასაჭერი „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიოდა, დღეს სამართალდამცველებმა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე რამდენიმე დღის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია დღეს გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა, თუმცა მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია …