civil.ge
აბაშიძემ და კარასინმა სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 13 ივნისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ 14 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ „ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და …