civil.ge
საკონსტიტუციო პროექტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 17 ივნისი, N130. პროექტი შედგენილია დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელის, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის რაჟდენ არსენიძის მიერ. კონსტიტუციის სხვადასხვა თავების სამუშაო ვერსიები დროდადრო ქვეყნდებოდა რესპუბლიკის პრესაში (რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა). 1. უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც შესდგება 7 წევრისაგან. 2. მთავრობას ყავს თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს არის თავმჯდომარე საქართველოს …