civil.ge
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პარტია „ერთიანი ოსეთი“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფით იქნება წარმოდგენილი. ოკუპირებული რეგიონის ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილე შვიდი პარტიიდან, 7%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა. ამასთან, არჩევნები წელს პირველად ჩატარდა შერეული სისტემით, რომლის თანახმადაც 34 …