civil.ge
ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის - „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის დამფუძნებლებს შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე კემულარია, რომლებიც 2004-2007 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ, ასევე 2011-2016 წლებში ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძე და პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი, რომელიც სხვადასხვა დროს აჭარის …