civil.ge
ცესკო: 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 32.5%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 5 საათის მდგომარეობით მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 14 278-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 32.5%-ია. არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქში 17 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 26.6% იყო (11 669 ამომრჩეველი).