civil.ge
ცესკო: 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 26.3 %-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სამი საათის მდგომარეობით მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 11 539-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 26.3%-ია. არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქში 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 21% იყო (9 226 ამომრჩეველი).