Placeholder canvas
ახალი ამბები

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო. დღეს, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ჯამში 31-ვე უბანი დროულად, ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა. საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობა კი – 43 909-ია. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა, 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 41%, ხოლო მეორემ 36.83% მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად კი, აკრედიტაცია 45 მედიაორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა გაიარა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო უბნებზე დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელია რეგისტრირებული.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურის შედეგად, ამომრჩეველთა ხმების 59,52 %-ით საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button