civil.ge
საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორის განცხადება
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 3 ივნისი, N119. დამფუძნებელი კრების პირველი ივნისის სხდომა თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე. კრება იწყება ნაშუადღევს 1 საათსა და 7 წუთზე. თავჯდომარე - სხდომა გახსნილი გახლავთ, გთხოვთ დაბრძანდეთ. დღევანდელი სხდომა სასწრაფო სხდომაა დამფუძნებელი კრებისა. პრეზიდიუმმა ის დანიშნა იმისთვის, რომ დამფუძნებელმა კრებამ მოისმინოს განცხადება რესპუბლიკის მთავრობისა. პირველი სიტყვა ეკუთვნის …