civil.ge
იტალიის მისიის წარმომადგენელნი ქუთაისში
გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1919 წლის 28 მაისი, N96. 25 მაისს, დილით ქუთაისში ჩამოვიდენ იტალიის მისიის წარმომადგენელნი. სადგურზე მათ შეხვდენ ქუთაისის ქალაქის გამგეობის წარმომადგენელნი, სადგურიდან იტალიელები მოწვეულნი იქნენ ქალაქის გამგეობის დარბაზში. დასვენების შემდეგ წავიდენ სხვადასხვა საყურადღებო დაწესებულებების სანახავათ. დაათვალიერეს მუზეუმი, სამეურნეო სასწავლებელი, და ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. უკანასკნელის ნახვით მისიის წარმომადგენელნი მეტად ნასიამოვნები და განცვიფრებულნი დარჩენ. საღამოთი …