civil.ge
შსს-მ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ უწყებაში 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შსს მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა. უწყების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, უწყებამ მოიპოვა …