civil.ge
ოჯახური ვახშამი, ევროპულად
წინა წერილში ევროპარლამენტში მიმდინარე გარიგებების შესახებ გესაუბრეთ და ამ ამბის შუა გზაში მიტოვება არ იქნება. სამშაბათს, სანამ ახლადარჩეული პარლამენტარები პირველობისთვის ბრძოლაში გადაეშვნენ, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები ვახშამზე შეიკრიბნენ, საქმეების მშვიდად და დარბაისლურად გასარჩევად. ევროპული კულტურის ქვეყანა იმადაც ვართ, რომ პირის გემო და სუფრის პატივისცემა არ გვესწავლება, ჰოდა, ვიდრე პოლიტიკურ მენიუზე გადავიდოდეთ ნურც ნუგბარსა და სანოვაგეს დავივიწყებთ: …