civil.ge
აფხაზეთის სახალხო საბჭო საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 29 მაისი, N116 აფხაზეთის სახალხო საბჭო აფხაზეთის ხალხის სახელით სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. მთელი წლის განმავლობაში მას მიჰყავდა თავისი ხალხი დემოკრატიული წყობილების განმტკიცების გზაზე. იცავდა მას შინაურ ანარქიიდან და გარშემოსეული კონტრ-რევოლუციონერთაგან. საბჭოს ღრმად სწამს, რომ საქართველოს დემოკრატია შესძლებს დაიცვას და შეინარჩუნოს რევოლუციის მონაპოვარნი და თანაც მიაღწიოს სხვა დემოკრატიასთან …