Placeholder canvas
ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 28 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის მაისში მიენიჭა, რის შემდეგაც მას, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემდეგ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში კი, უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button