civil.ge
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მორიგი აქცია გაიმართა
28 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აღდგომის მონასტერთან, მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის სასულიერო პირებმა, მათმა მრევლმა, რიგითმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოციალური ქსელებისა და აზერბაიჯანული ვებგვერდების მეშვეობით გავრცელდა ცნობა, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მონასტერთან ჩასვლას …