civil.ge
თფილისმა 26 მაისი იდღესასწაულა
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 28 მაისი, N116 26 მაისის დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავი - თფილისში გრანდიოზულად ჩატარდა. საუცხოვო მაისის დღე გათენდა. დილიდანვე ქუჩები, დაწესებულებები და კერძო სახლები ნაირ-ნაირად მორთული იყო ხალიჩებით, ეროვნული დროშებით და ვარდ-ყვავილებით. მოქალაქენი დილიდანვე გამოეფინნენ ქუჩებში. სხვადასხვა ორგანიზაციები დანიშნულ ვადაზე გამოცხადდენ სასახლის წინ და დაიკავეს მთელი დამფუძნებელი კრების ქუჩა. 10 …