civil.ge
ავსტრიის კანცლერი სებასტიან ქურცი გადააყენეს
ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა (SPÖ) და ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიის (FPÖ) ერთობლივი ძალისხმევით წამოწყებული უნდობლობის ვოტუმით, პარლამენტმა კანცლერი სებასტიან ქურცი (Sebastian Kurz) და მისი მთელი კაბინეტი გადააყენა. 32 წლის კანცლერმა ნდობა ძალაუფლებისადმი ზედმეტი სიყვარულის გამო დაკარგაო, განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც დღეს, ორშაბათს გაიმართა. ქურცი ძალაუფლებას "ურცხვად, შეუზღუდავად და უპასუხისმგებლოდ" ებღაუჭებაო, განაცხადა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა …