civil.ge
საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა
26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო ღონისძებები დედაქალაქის პარალელრად, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. დღის მთავარი ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დღის 12 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ღონისძიებაში ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის პირველი ქვეითი დივიზიის პირველი ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა …