civil.ge
დამფუძნებელი კრება დამოუკიდებლობის პირველი დღესასწაულის ღონისძიებათა გეგმას აცხადებს
გაზ. „ერთობა“ 1919 წლის 23 მაისი, №113. 26 მაისს დილით მთელი ქალაქი შემკული იქნება ეროვნული დროშებით. დაწესებულებები რა საკვირველია არ მუშაობენ. დილის 7 საათიდან სპეციალურ ავტომობილებში ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმული ჰელორდები დასცემენ ბუკს და აუწყებენ ქალაქს დღესასწაულის დაწყებას. ავტომობილები შემოივლიან მთელს ქალაქს. სასახლის წინ 10 საათზე მთავრობა მიიღებს ქართული ლაშქრის აღლუმს. ამ დროისათვის თავისუფლების მოედანთან …