civil.ge
კიევში ზურაბიშვილის და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 მაისს კიევს ესტუმრა, სადაც ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყნის ლიდერებმა უკრაინა-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაძლიერების თაობაზე შეხედულებები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ „უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“. მან ზელენსკი საქართველოში მოიწვია. თავის …