civil.ge
1918 წლის 26 მაისი – პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 21 მაისი, №110. 26 მაისი ისტორიული დღესასწაულია! ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ხშირად ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუ იგი მოპოვებულია დროის და მომენტის შეუფერებლათ, წარმოადგენს თვით ამ ერისთვის დამღუპველ მოვლენას. პირიქითაა საქართველოს ხალხისთვის, 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობასთან შესისხლხორცებულია მთელი თავისი არსებით. ჩვენ მიერ მოპოვებული რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ბირჟა, მომრიგებელი კამერები, …