civil.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაზრო მილიციის რეფორმას ამზადებს
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 7 ოქტომბერი, N225. მთავრობის ხელისუფლებამ ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, უნდა დაიცვას სხვა მოვალეობასთან ერთად, მცხოვრებთა ქონებრივი და პირადი უფლებები და მათი არსებობა ყოველმხრით უზრუნველჰყოს. ეს მიზნები უნდა შეადგენდენ უპირველეს მზრუნველობის საგანს არა მარტო სიმშვიდისა და წესრიგის დამყარებისთვის რესპუბლიკაში, არამედ თვით რესპუბლიკის არსებობის გულისათვისაც და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისათვის. ამ მიზნების განხორციელების …