civil.ge
მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის ნაწილმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღნიშნა
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს თბილისში მსვლელობა მოაწყო. საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობას რამდენიმე რადიკალური კონსერვატული ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყვნენ ქართული მარშის, თავისუფალი საქართველოსა და …