civil.ge
რიგაში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 14-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით რიგას სტუმრობს, დღეს თავის ლატვიელ კოლეგას რაიმონდს ვეიონისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლატვიას და საქართველოს „ნამდვილი და ძველი მეგობრობა“ აკავშირებთ. მან ლატვიის პრეზიდენტს მისი ქვეყნის მიერ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მიმდინარე …