civil.ge
ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო კომისიის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ
საქართველო-აზერბაიჯანის კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს განიხილავს, 14 მაისს ბაქოში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც თითქმის ერთი თვის წინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის მონასტერთან მიმსასვლელი გზა ხუთი დღით ჩაკეტეს, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. შეხვედრაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ხალაფ ხალაფოვმა და ლაშა დარსალიამ, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. …