civil.ge
მთავრობა აპროტესტებს სააგენტო რეიტერის ცილისწამებას “ქართველთა მოღალატეობაზე”
„ერთობა“, 6 მაისი, 1919 წ. N97 უკანასკნელი ცნობები თფილისი. მაისის 3. (ოფიციალურად). ქართველ ხალხს ერთ ახალ ცილს კიდევ სწამებენ: რეიტერის სააგენტოს აპრილის 27-ის ბიულეტენებში გადმოცემულია ცნობა ვითომ მომხდარიყოს ახალი გამოაშკარავებანი ომში ოსმალეთის ჩართვის შესახებ. ამასთანავე იუწყებიან, რომ ვიდრე ოსმალეთი ომს გამოაცხადებდა, ვითომ ენვერ-ფაშას ხელშეკრულება დაედოს საქართველოსთან კავკასიაში სამხედრო მოქმედების შესახებ, რითაც აიხსნება ის გარემოება, რომ …