civil.ge
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
10 მაისს მთავრობის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე ქართული მხარის კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, კომისია სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და პირველი შეხვედრის მომავალ კვირას გამართვის შესახებ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებაც მიღწეულია. „მოგეხსენებათ, …