civil.ge
სამუსლიმანო საქართველო ბუნებრივ სამშობლოსთან შეერთებას ითხოვს
„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 2 სექტემბერი, №195. სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა ყრილობა კვირას, აგვისტოს 31-ს 4 საათსა და 12 წუთზე, ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის ყრილობა მამედბეგ აბაშიძის თავმჯდომარეობით. სხდომას დაესწრო 100-მდე რწმუნებული და წარმომადგენლები დამფუძნებელი კრებისა, საქართველოს კონსული ბათუმში, ადერბაიჯანის, სომხეთის და სპარსეთის კონსულები და დაწესებულებათა წარმომადგენლები. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მამედბეგ აბაშიძე. კრებამ …