civil.ge
42 წლის ასაკში გარდაიცვალა დეპუტატი რაფიელ ჩიხლაძე
„ერთობა“, 4 მაისი, 1919, N96 რაფიელ ჩიხლაძე დიდი ამბების, დიადი მოვლენების წინაშე დაგვაყენა ცხოვრებამ. კაცობრიობა სისხლის ემბაზში ინათლება, რომ ამოვიდეს განახლებული, გაბრწინვებულის ახალის წყობილებით, ახალის ურთიერთობით. შესაძლებელია ზოგერთი იმედები გადაჭარბებული გამოდგეს და ისტორიამ არ გაამართლოს, რადგანაც ადამიანის სურვილები ასეთ დროს უფრო უხვია და ფრთა გაშლილი, ვიდრე აუცილებლობის კანონებით შემოსალტული სინამდვილე; მაგრამ ერთი რამ ცხადია: დემოკრატია …