civil.ge
ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში
მოქალაქეების ნაწილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის მონასტრის სიახლოვეს, 5 მაისს ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ამ ფორმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან 21 აპრილს უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა გააპროტესტა. მშვიდობიანი აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეკრება დღის თორმეტი საათისთვის დაიწყო. მათ შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალიქიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო …