civil.ge
თბილისის მერი ბენია ჩხიკვიშვილი მილიციელს სამსახურებრივი გულცივობისთვის აპატიმრებს
„საქართველო“, N86, 26 აპრილი, 1919 ბენია ჩხიკვიშვილის ბრძანება ქალ. მოურავის ბენია ჩხიკვიშვილის განკარგულებისამებრ დიდ ხუთშაბათს დააპატიმრა მეორე უბნის მილიციის კომისარი სიხარულიძე. ამ დაპატიმრების შესახებ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშილმა გამოსცა ბრძანება N1, რომელშიაც იგი სწერს: ვინაიდან თბილისში ნამეტნავად მის მეორე უბანში გავრცელდა თავდასხმა და ძარცვა-გლეჯა იძულებული ვარ მივიღო სასტიკი ზომები ამ ბოროტ-მოქმედების მოსასპობლად. მილიციის რეორგანიზაციამდე, ნამეტნავად …