civil.ge
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 1 მაისის პლენარულ სხდომაზე, 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. რედაქციული განხილვა ოპოზიციის კრიტიკის ფონზე წარიმართა. ისინი მმართველ გუნდს რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას სთავაზობდნენ. ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებით, კანონმდებლებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციების შესახებ …