civil.ge
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 1 მაისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად - 6.5%-ზე დარჩა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ირგვლივ რჩებოდა. მარტში კი წლიურმა ინფლაციამ 3.7% შეადგინა, რაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატებამ განაპირობა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში შემცირდება და მიზნობრივი დონის ირგვლივ იმოძრავებს. ბანკისავე განცხადებით, მიუხედავად იმისა, …