ახალი ამბები

დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გახსნილია

ოთხდღიანი შეზღუდვის შემდეგ, დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გახსნილია და სტუმრებს სამონასტრო მთელი კომპელქსის მონახულების შესაძლებლობა აქვთ.

მონასტრის არქიმანდრიტის კირიონ ონიანის განმარტებით, პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია, თუმცა საკითხი გადაჭრილი არ არის. „ეს პრობლემა ისევ განახლდება, შეიძლება ერთ კვირაში, ერთ თვეში, თუ ამას სახელმწიფო ფუნდამენტურად არ მიხედავს და არ მოაგვარებს“, – აცხადებს ის.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია, არქიმანდრიტმა 25 აპრილს გაავრცელა და განმარტა, რომ უკვე მეოთხე დღეა, რაც ბერებს და ვიზიტორებს მონასტრის მონახულების საშუალება არ ეძლეოდათ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გზის ჩაკეტვის მიზეზად, 20 აპრილს მონასტერში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button