civil.ge
სამხრეთის ოსები ჯარების გაყვანას ითხოვენ, სრულ ნდობას უცხადებენ რესპუბლიკის მთავრობას
(საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ცხინვალისა და ჯავის რაიონში ბოლშევიკური გამოსვლების გამო რთული სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მაქსიმალურად ცდილობდა დაესტაბილურებინა მდგომარეობა და ჩაეცხრო ბოლშევიკური გამოსვლები. სამხრეთის ოსებით დასახლებულ ადგილებში ანტიბოლშევიკურ სამხედრო კამპანიას რესპუბლიკის სახალხო გვარდიის ხელმძღვანელი ვალიკო ჯუღელი ხელმძღვანელობდა, რომელმაც საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა და რეგიონი გაწმინდა ბოლშევიკური დაჯგუფებებისაგან. გარდა სამხედრო მოქმედებებისა გადაიდგა პოლიტიკური …