civil.ge
დენიკინის რაზმებს საქართველოს წინააღმდეგ ქართველი სამხედროები მოუძღვებიან
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 24 ივნისი, N138. გაზეთებიდან, დამფუძნებელი კრების ანგარიშებიდან და კერძო ცნობებიდან უკვე ვიცით, რომ დენიკინის რაზმში გაჩნდნენ საქართველოს რესპუბლიკის უღირსი შვილები - იუდები, რომლებიც შავ გენერალს თავის ქვეყნის ასაოხრებლად წინ მოუძღვებიან. ჯერჯერობით ამ რაზმში არიან: გენერალ-მაიორი ნათიშვილი, პოლკოვნიკი ძმები ერისთავები (იმერეთიდან), აფიცრები: დადიანი, ახვლედიანი და გურიაში კარგად ცნობილი, ტოლმაჩევის მიერ ნაკურთხი, …