civil.ge
საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები და შავ ზღვაზე თანამშრომლობის საკითხი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სოფიას სტუმრობდა, სადაც თავის ბულგარელ კოლეგას ბოიკო ბორისოვს შეხვდა. ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი პრემიერ-მინისტრი ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე საქართველოსა და ბულგარეთს შორის „ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას“ …