civil.ge
ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომელზეც შეკრებილები შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებას ითხოვდნენ, 4 პირი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ვახუშტი მენაბდე და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია Civil.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დაღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და …