civil.ge
ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი დღეს ოთხდღიანი საპორტო ვიზიტით ფოთის პორტში შემოვიდა. მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს მეთაური ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. სამხედრო ხომალდები ფოთის პორტს 4 აპრილს დატოვებენ. მანამდე …