civil.ge
საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ საუბრობენ
26-27 მარტს თბილისმა ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების დაახლოებით 150 წარმომადგენელი შეიკრიბა. ღონისძიებას ჯანდაცვის სპეციალისტები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ. Civil.ge-მ კონფერენციის რამდენიმე მონაწილეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შეფასება და მათი მოსაზრებების გაზიარება სთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გაამახვილოს სახელმწიფომ ყურადღება ზიანის შემცირებაზე. ქვემოთ მათი პასუხებია მოცემული.