civil.ge
საია: შსს-ის ქმედებები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის „ილუზიას“ ქმნის
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამართალდამცველების ქმედებები კადრების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის „ილუზიას“ ქმნის. ორგანიზაციის მიერ 28 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყაროს დასჯის მიზნით, რეალური ღონისძიებები არ ტარდება. „სისხლისამართლებრივი დევნა ფრაგმენტულად იწყება ადამიანების მიმართ …