civil.ge
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად იყრის კენჭს
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი იქნება. რულოვსის კანდიდატურა 12 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „გენერალური რეპეტიცია“ იქნება. „ზუგდიდი იქნება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი …