civil.ge
პრემიერ-მინისტრმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც 13-15 მარტს სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა, იაპონიის საგარეო და ფინანსთა მინისტრებთან ტარო კონოსთან და ტარო ასოსთან შეხვედრები გამართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. 13 მარტს, მინისტრ კონოსთან შეხვედრის შემდეგ, ბახტაძე მიესალმა იაპონიასთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ხალხთა შორის ურთიერთობები, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად კარგი წინაპირობა …