civil.ge
საგარეო უწყება: ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ სევასტოპოლის „უკანონო ოკუპაცია და ანექსია“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების „უხეში დარღვევით“ განხორციელდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 მარტს, ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციას და ანექსიას და უკრაინის საერთაშორისოდ …