civil.ge
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სუსი ხურვალეთში დამატებითი ტერიტორიის მიტაცების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში დამატებითი ტერიტორია მიიტაცეს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა, ლუდა სალიამ Facebook-ზე დაწერა, რომ „ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს“. ეს …