civil.ge
ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ კრწანისის სასწავლო ცენტრში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარი ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი უახლოეს საათებში წარედგინებათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი, საქალაქო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს. მომხდარს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიამაც გამოეხმაურა და …